"წარსული, აწმყო , მომავალი"
четверг, 3 апреля 2014 г.
суббота, 8 марта 2014 г.
სოფელი ბერბუკი
ბერბუკი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე. მდინარე მეჯუდის მარცხენა ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები:ზემო რეხა, თორტიზა, სვენეთი, ქვემო რეხა, ხელთუბანი). ზღვის დონიდან 640 მეტრი, გორიდან 4 კილომეტრი
ცოტა რამ ბერბუკის ისტორიის შესახებ :
ბერბუკი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“; იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“; იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“; ,,დასტურლამალი" და სხვადასხვა ისტორიულ საბუთებში. ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს ცნობით, 1735 წ. ქართლი ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყდა. ქართველებს გივი ამილახვარის სარდლობით, ბერბუკიდან შეუტევიათ გორის ციხეში გამაგრებული ოსმალებისათვის და გამარჯვება მოუპოვებიათ.
წ ა რ ს უ ლ ი
ისტორიული ძეგლები
მთავარანგელოზის ეკლესია დგას სოფლის განაპირას, სამხრეთით. აგებულია 1830 წელს. ეკლესია
დარბაზულია
(11,7 X 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია აგურით. ეკლესიის არქიტრავით გადახურული შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი
სარკმლის
ორივე
მხარეს
თითო
ოთხკუთხა
ნიშია.
სამხრეთის
კედელში
ორი
სწორკუთხა
სარკმელია,
ჩრდილოეთისაში
- ერთი.
დარბაზის
გრძივ
კედლებზე
წყვილი
პილასტრებია.
კამაროვანი
გადახურვა
ემყარება
დარბაზის
შუა
საბჯენ,
დასავლეთ
კედლისა
და
აფსიდის
მარტივპროფილიან
იმპოსტებზე
დაყრდნობილ
თაღებს.
აღმოსავლეთის
ფასადზე,
სარკმლის
თავზე,
მარმარილოს
პატარა
დაფაა
მხედრული
წარწერით
(დაზიანებულია),
რომლის
თანახმად
ეკლესიის
აღმშენებლები
გიგაურები
ყოფილან.
დასავლეთის
ფასადზე
გამოსახულია
აგურის
სამი
მოზრდილი
ჯვარი.
შენობას
შემოვლებული
აქვს
აგურით
ნაწყობი
თაროსებრი
ლავგარდანი
და
რამდენიმე
სარტყელი.
სახურავი
ორფერდაა,
გადახურულია
ღარიანი
კრამიტით.
ბერბუკის კოშკიგორის რაიონის სოფელ ბერბუკის განაპირას სამხრეთით, დგას კოშკი. თარიღდება გვიანფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამერტი 7,7 მ) სამსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით.დაზიანებულია პირველი სართულის სამხრეთ კედელი.შენობას შემოვლებული აქვს თევზიფხურად ნაწყობი ბრთყელი ქვის სარტყელი.
ლეგენდა
არსებობს ლეგენდა სოფელ ბერბუკის სახელწოდების წარმოშობის შესახებ:
" ბერბუკის კოშკში ცხოვრობდნენ ბერები.მტრის შემოსევის დროს ბერებს შესძახებდნენ - "ბერო დაჰკარ ბუკიო". აქედან წარმოიშვა სოფლის დასახელება ბერბუკი
ბერბუკის ხვთისმშობლის ეკლესია
ეკლესიის კედელში ჩატანებულია ქვა წარწერით:
"ესე ქართველთ ეკლესია ღვთის მშობლისა ავაგე მე პეტრე მერებაშვილმა და შვილებმა ჩემმა ივანემ და ტიტომამ - სახსენებლად სულისა ჩემისა"
კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია დარბაზულია, ნაშენია თლილი ქვით, მდებარეობს სოფელ ბერბუკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ეკლესია ახალი აშენებულია, მისი მოპირკეთება არაა დასრულებული.
წყლის წისქვილი
სოფლის ცენტრალურ გზაზე, ეკლესიის მახლობლად მდებარეობს. მე–18 საუკუნის ძველი წისქვილი ნახევარტონიანი ქვის დოლაბებით. წისქვილი ნახევრად დანგრეულია. გადმოცემის თანახმად იგი იგი ეკუთვნოდა დათა გიგაურს.
ა წ მ ყ ო
ბერბუკის თემი
ბერბუკში დაახლოებით სახლობს 300 კომლი
სოფელ ბერბუკში ცხოვრობენ : გიგაურები, რუსიტაშვილები, აბალაკები, მერებაშვილები.
მცირე რაოდენობით სახლობენ სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები.
ცნობილია, რომ გიგაურები წარმოშობით ხევსურეთიდან არიან და შიდა მიგრაციის შედეგად მოხვდნენ სოფ. ბერბუკში.დანარჩენი გვარების სოფელში ჩამოსახლების ისტორიის შესახებ
ინფორმაცია არ მოიპოვება.
სოფელში არსებული პრობლემები.
სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა არის წყალი-სარწყავი და სასმელი.
სოფელში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა: არ არის არანაირი მცირე საწარმო, აფთიაქი, საბავშვო ბაღი, მარკეტი, თონე ა.შ.
ბერბუკში არის მხოლოდ რამდენიმე საკალმახე მეურნეობა მცირე რაოდენობის მუშახელით.
ეკოლოგიური მდგომარეობა
სოფლის პრობლემაა ნაგავი. მართალია 2013 წელს გორის მუნიციპალიტეტის მიერ დადგმული იქნა ნაგვის ბუნკერები, მაგრამ სოფელი და მდინარე მეჯუდა დანაგვიანებულია და საჭიროებს დასუფთავების სამსახურის
დახმარებას.
სოფელში არის დასაქმების რობლემა.
მთავრობის მიერ დარიგებული ვაუჩერის მეშვეობით გლეხების მცირე ნაწილმა დაიწყო მიწის დამუშავება
მ ო მ ა ვ ა ლ ი
სოფლის განვითარების პერსპექტივა.ინტენსიურად განიხილება გეგმა სოფელ ბერბუკის ქალაქ გორის შემადგენლობაში შესვლის. ეს შეუწყობს ხელს სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას რაც გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
იმისათვის რომ გაუმჯობესდეს სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობა, ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაარიგეს ფლაერები სოფლის მოსახლეობაში მოწოდებით - არ დაანაგვიანონ სოფელი
პროექტის მონაწილეებმა დაგეგმეს აქცია "დავასუფთაოთ სოფელი" რომელიც განხორციელდება 2014 წლის აპრილს. ამ აქციაში პროექტის მონაწილეთა ძალისხმევით ჩართული იქნება სოფლის მოსახლეობა.
გთხოვთ შემოგვიერთდეთ.
იმედია ეს ქმედებები გამოიღებს შედეგს - სოფელი განთავისუფლდება ნაგვისგან.
Подписаться на:
Сообщения (Atom)